ფედე ვალვერდე ყველაზე მეტად იტვირთება
სეზონი სულ ახალი დაწყებულია, თუმცა ფედე ვალვერდე უკვე 1 000 წუთიან ნიშნულს უახლოვდება.
ურუგვაელ ფეხბურთელს ამ ეტაპზე 969 წუთი აქვს ნათამაშები და ამ მხრივ „რეალში“ საუკეთესო შედეგი უფიქსირდება.
ვალვერდე უსწრებს ანტონიო რუდიგერს და ვინისიუს ჟუნიორს, რომლებიც ასევე „900“-იანთა კლუბის წევრები არიან.
„მარკა“ წერს, რომ ვალვერდეს ტრავმის რისკი იზრდება, ვინაიდან ის ფაქტობრივად არ ისვენებს.
არსებული ცნობით, თუ სამეფო კლუბს „ვილიარეალთან“ მატჩის მეორე ტაიმში კომფორტული ანგარიში ექნება დაფიქსირებული, ანჩელოტი ფედერიკოს დასასვენებელ დროს მისცემს.
ამ შეხვედრის შემდეგ სანაკრებო ბატალიებია, რაც დამატებით რესურსს და ენერგიას მოითხოვს, ვალვერდეს კი ყოველთვის ძალიან ბევრი ფრენა და დიდი ენერგიის დახარჯვა უწევს.
- 5 ოქტომბერი 2024
- 343
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.