ვალდანო:„„რეალისთვის“ ფსკერზე მოხვედრა ყველაზე მარტივია“

ხორხე ვალდანომ „მარკასთან“ ინტერვიუში მადრიდის „რეალში“ არსებული სიტუაცია მიმოიხილა.

„მადრიდის „რეალისთვის“ ფსკერზე მოხვედრაზე მარტივი არაფერია. საკმარისია ამ გუნდმა 40-იდან 1 დაპირისპირება წააგოს და მთელი მედია გუნდში არსებულ კრიზისსა და ურთულეს მდგომარეობაზე წერს. რას ვიზამთ, ეს არის სამეფო კლუბის ელფერი, რომელმაც მთელი მსოფლიო მუდმივ გამარჯვებას მიაჩვია.“

„კარლო სამეფო კლუბის ფეხბურთელების გამოცდილი მასწავლებელია და როდესაც გუნდში პრობლემა იქმნება, ის გამოსავალს ყოველთვის იპოვის.“

„გუნდმა „ლილთან“ კოლექტიურად წააგო, რადგან არცერთი რგოლი არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. არ იყო ბალანსი და კრეატივი.“

„რა დავაბრალოთ 18 წლის ენდრიკს, რომელსაც ნორმალურ სიტუაციაში ბურთი არ მიუღია. ის ძალიან მოტივირებულია და ბევრს გაიტანს, თუმცა ამისთვის გუნდის ხელშეწყობაც იქნება საჭირო.“

„როდესაც მბაპე მადრიდელი გახდა, ყველას ეგონა, რომ სამეფო კლუბი ყველა დაპირისპირებას 5:0-ს მოიგებდა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ გუნდიდან წავიდა დირიჟორი კროოსი, ასევე უნივერსალი ნაჩო და საკმაოდ ბევრი გოლის გამტანი ხოსელუ.“

„დიახ, პერესმა ენდრიკის და კილიანის მოყვანით გუნდი საოცრად გააძლიერა, მაგრამ დანაკლისიც არანაკლებ დიდი იყო.“

„მოდით, ნორმად ნუ მივიჩნევთ იმას, რაც არ არის ჩვეულებრივი. მადრიდის „რეალი“ არსებულ სიტუაციას აუცილებლად გამოასწორებს. ანჩელოტის შემადგენლობაში უამრავი ვარსკვლავია, ამიტომ სანერვიულო არაფერია. მოდით, დაველოდოთ მომდევნო მატჩებს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)