„ვილიარეალისთვის“ მზადება დასრულდა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს.
ანჩელოტიმ დღეს ბოლო რჩევა-დარიგებები გასცა.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და პრესინგს.
აღსანიშნავია, რომ დანი სებალიოსი ყოველდღიურად უმატებს და ის სანაკრებო პაუზის შემდეგ ანჩელოტის განკარგულებაში იქნება. ის შესაძლოა განაცხადში „ვილიარეალთანაც“ მოხვდეს.
კურტუას, ბრაჰიმ დიასის და დავიდ ალაბას აღდგენითი პროცესი გრძელდება.
სრულფასოვნად ივარჯიშა როდრიგომ, რომელსაც ზურგზე ჰქონდა დისკომფორტი.
შეგახსენებთ, „რეალი“ „ვილიარეალს“ შაბათს, 5 ოქტომბერს, 23:00 საათზე უმასპინძლებს.
- 4 ოქტომბერი 2024
- 71
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.