რუდიგერი:„მისი „რეალში“ გადმოსვლა ჩემი ოცნებაა“
ანტონიო რუდიგერმა ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და დაასახელა ფეხბურთელი, რომელთან ერთად თამაშზეც ოცნებობს. გერმანელი ასევე შეეხო ლამინე იამალის საკითხს და დაასახელა ტოპ ფეხბურთლები.
„ჩემთვის „რეალში“ საუკეთესო თანაგუნდელი მაინც ბენზემა იყო. დიახ, მოდრიჩი, კროოსი და სხვები, თუმცა კარიმი განსაკუთრებულად დიდი ფეხბურთელია.“
„საუკეთესო მცველები? პეპე, რამოსი, ვან დაიკი. კიდევ ბევრი მოთამაშე, რომელიც ეპოქალურია.“
„ფეხბურთელი, რომლის მადრიდის „რეალში“ გადმოსვლა ჩემი ოცნებაა, ვილიამ სალიბა გახლავთ. მივიჩნევ, რომ „არსენალის“ უკანახაზელი საუკეთესო გახდება, ის არის ძალიან სწრაფი, ძლიერი, პოზიციურად განსწავლული მოთამაშე.“
„ლამინე იამალი უნიჭიერესი ფეხბურთელია. ის, რასაც მოთამაშემ 17 წლის ასაკში მიაღწია, ძალიან ბევრს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, სწორი განვითარების შემთხვევაში, შემტევი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. მთავარია ჯანმრთელობა და ტრავმების გარეშე ასპარეზობა.“
„როდესაც „რეალთან“ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი და მჯეროდა, რომ ამ კლუბში საუკეთესო ფეხბურთს ვითამაშებდი.“
- 4 ოქტომბერი 2024
- 1 801
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.