რონსერო:„მომდევნო 10 მატჩი გადამწყვეტი იქნება“
ტომას რონსერომ „ლილისა“ და „რეალის“ დაპირისპირების შემდეგ სამეფო კლუბში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„„ატლეტიკოსთან“ წარუმატებელი შედეგის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზეც ცუდად გამოვიდოდა და მატჩს უგოლოდ დაასრულებდა.“
„მომდევნო 10 მატჩი გადამწყვეტი იქნება. სწორედ ამ 10 დაპირისპირებაში მოუწევს ანჩელოტის „ელ კლასიკოს“ ჩატარება, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრების გამართვა მაღალი დონის გუნდებთან და ლა ლიგაში სიტუაციის გამოსწორება.“
„თუ სამეფო კლუბი ოქტომბრისა და ნოემბრის თვეს წარმატებით ჩაატარებს, ეს კრიტიკა წარსულს დარჩება, სხვა შემთხვევაში კი, სეზონი ვერ იქნება ისეთივე გამართული, როგორც შარშნ იყო.“
„შეტევის ხაზი ამბიციურია, თუმცა ფაქტია, რომ გუნდს აგრესია აკლია. კარლო ამ ვითარებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.“
- 3 ოქტომბერი 2024
- 1 619
- 21
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.