კამავინგა:„დაბრუნება სასიხარულოა, შედეგი კი სამწუხარო“
ედუარდო კამავინგამ „ლილთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„პირად დონეზე ბედნიერი ვარ, რადგან დავბრუნდი და ამაზე დიდხანს ვოცნებობდი.“
„გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა. სისწრაფე და აგრესია გვაკლდა, რამაც შეხვედრა წაგვაგებინა.“
„ახლა მოდუნების დრო არ არის, რადგან ლა ლიგაში მნიშვნელოვანი დაპირისპირების ჩატარება გვიწევს, ჩემპიონთა ლიგაზე კი აუცილებლად გამოვასწორებთ სიტუაციას, რადგან წინ კიდევ 6 ტურია.“
„დარწმუნებული ვარ, „რეალი“ იპოვის საკუთარ თავს და ითამაშებს საუკეთესო ფეხბურთს. გულშემატკივრებმა არ უნდა ინერვიულონ, დღევანდელი საღამო კი დავიწყებას უნდა მიეცეს.“
- 3 ოქტომბერი 2024
- 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.