ფრან გარსია:„ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ნერვიულობის დრო არ არის“
ფრან გარსიამ „ლილთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, ჩვენ ამას შეჩვეულები არ ვართ, თუმცა სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ლა ლიგის მომდევნო ტურზე ვიფიქროთ. სანაკრებო შესვენებამდე ლა ლიგაში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების გამართვა გვიწევს, რომელსაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა შევხვდეთ, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით.“
„მოედანზე შესვლის წინ ანჩელოტიმ მითხრა, რომ მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და ფლანგზე სიტუაცია გამეკონტროლებინა. ვცდილობდი, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში მაღალ დონეზე და სისწრაფეებზე თამაშს.“
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, რადგან „ლილი“ მარტივი მეტოქე არავისთვისაა, თუმცა წაგება მაინც ძალიან რთულია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გამოვასწორებთ სიტუაციას.“
- 3 ოქტომბერი 2024
- 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.