ენდრიკი:„ცუდი თამაში გამოვიდა“
ენდრიკ ფელიპემ „ლილთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, რომ კარიერაში პირველად „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდი, თუმცა ნაჩვენები შედეგი ძალიან მძიმეა. სეზონის პირველი დაპირისპირება წავაგეთ.“
„ვიცოდით, რომ „ლილი“ არაფერს დათმობდა. ფრანგულმა კლუბმა ტაქტიკურად სწორი და გააზრებული ფეხბურთი ითამაშა, რომელიც პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული იყო.“
„რთულია სასტარტოში თამაში, თუმცა იმედი მაქვს, ანჩელოტი კიდევ მენდობა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.“
„მომდევნო თამაში „ვილიარეალთან“ გვაქვს, სადაც მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. „რეალმა“ 3 ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში.“
- 3 ოქტომბერი 2024
- 350
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.