ანჩელოტი:„კრიტიკა უნდა მივიღოთ, ცუდად ვითამაშეთ“
კარლო ანჩელოტიმ „ლილთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მარცხი, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან სამწუხაროა, თუმცა მასპინძელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და 3 ქულა დაიმსახურა. ვულოცავ ფრანგებს და წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი ნამდვილად უნდა გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები და ასე ცუდად აღარ ვითამაშოთ. გუნდმა საშინელი შთაბეჭდილება დატოვა.“
„გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ ეს არ არის გასამართებელი მიზეზი. საერთო ჯამში არცერთი კომპონენტი არ ვარგოდა.“
„წინახაზელებს მეტი ვერტიკალურობა სჭირდებოდათ, ნახევარმცველებს მეტი კრეატივი და ფანტაზია, დაცვას კი მწყობრი თამაში. საერთო ჯამში, არ ვარ კმაყოფილი.“
„ჯუდ ბელინგემმა ანალოგიურ პოზიციაზე ითამაშა, მასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი შეცვლილა.“
„„ლილი“ ძალიან მოტივირებული იყო. წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ამ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს.“
„როდესაც თამაში დასრულდა გასახდელში ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ასე თამაში არ შეიძლება, მეტი კრეატივია საჭირო და მომდევნო შეხვედრებში ამას გავაკეთებთ.“
„კრიტიკა? დღეს ეს ჩვენ მართლაც უნდა მივიღოთ, რადგან უსაფუძვლო არ იქნება.“
„შარშან „ატლეტიკოსთან“ მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა, მას შემდეგ კი არ წაგვიგია. ახლა მაგალითი „ლილისგან“ უნდა ავიღოთ და კვლავ წაუგებლად ვითამაშოთ.“
- 3 ოქტომბერი 2024
- 1 112
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.