მბაპე:„მეცინება, როდესაც ამით მაშინებენ“
კილიან მბაპემ „ლილთან“ დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩემთვის საფრანგეთში ჩამოსვლა ნამდვილად ემოციური იყო. პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში დავბრუნდი, მეორე რიგში კი ასეთ სწრაფ რეაბილიტაციას არავინ ელოდა.“
„ვითამაშებ თუ არა ანჩელოტი გადაწყვეტს, მე კი მის გადაწყვეტილებას დავემორჩილები.“
„ზეწოლა? მეცინება, როდესაც ამით მაშინებენ. წლებია დიდ ფეხბურთს ვთამაშობ და ზეწოლის პრობლემა არ მქონია. როდესაც მაღალი მწვერვალების დაპყრობა გსურს, ყველაფერს უნდა გაუძლო.“
„გრიზმანის გადაწყვეტილება? მხოლოდ ერთს გეტყვის, ის ეპოქალური ფრანგია. ანტუანს დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენს ნაკრებს კი ალტერნატიული თავდასხმის ხაზის შექმნა მოუწევს.“
- 2 ოქტომბერი 2024
- 1 679
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.