ჩუამენი:„კროოსმა და მოდრიჩმა ყველაზე მთავარი მასწავლეს“

ორელიან ჩუამენიმ „ლილთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა.

„„ლილს“ კარგად ვიცნობ. ეს არის გუნდი, რომელსაც უყვარს შეტევა, ბურთის ფლობა და სანახაობა. დარწმუნებული ვარ, კარგი შეხვედრა გამოგვივა.“

„აუცილებლად აღსანიშნავია ფრანგული კლუბის მეკარე და ასევე ჯონათან დავიდი. ისინი გამორჩეული ლიდერები არიან.“

„ანჩელოტი შესანიშნავი სპეციალისტია, მასთან განვითარება მარტივად მიიღწევა. იტალიელი ხშირად მეხმარება, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ თამაშის ასპექტების გაუმჯობესებაში.“

„კროოსი ბურთს საოცრად ანაწილებდა და შეტევის ხაზს ეფექტურობაში ეხმარებოდა, თუმცა ტონი წავიდა და ახლა ჩვენ სხვა მისია დაგვეკისრა. ფაქტი ის არის, რომ გუნდი მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე ვერ იქნება დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვითამაშოთ საუკეთესო ფეხბურთი.“

„მბაპეს თამაში?  არ ვიცით, ეს მისტერს კითხეთ. ფაქტია, რომ ფრანგი მალე დაბრუნდა და გამოჯანმრთელდა.“

„გრიზმანის წასვლა საფრანგეთის ნაკრებიდან ჩემთვის მტკივნეულია, რადგან ის ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ. ანტუანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და წარმატებებს ვუსურვებ.“

„გასულ სეზონში მარცხენა ფეხზე მუდმივი პრობლემები მქონდა, ახლა ასე აღარ არის. ვფიქრობ, სამედიცინო შტაბის გეგმამ გაამართლა.“

„„რეალში“ თამაში საჩუქარი არ არის. აქ იმიტომ ხარ, რომ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება შეგიძლია. თუ ტემპს დააგდებ, აუცილებლად დაიჩაგრები, საუკეთესო თამაში კი ნიშნავს იმას, რომ გუნდს დაეხმაროს რთულ დროშიც. თუ საჭირო იქნება ცენტრალური მცველის სტატუსს მოვირგებ, თუმცა რა თქმა უნდა, ეს დროებითი იქნება, რადგან ნახევარმცველი ვარ და ყველაზე ეფექტურად თამაში მოედნის ცენტრში შემიძლია.“

„ვინისიუს ჟუნიორს ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსი აქვს. ბრაზილიელს საოცარი სეზონი ჰქონდა.“

„დერბის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია. დარწმუნებული ვარ, „მეტროპოლიტანოზე“ განვითარებულ მოვლენებს ყველა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. უნდა გამოსწორდეს ლაფსუსები, რაც გულშემატკივართა მხრიდან ვიხილეთ.“

„ნომრის ცვლილება? 14 ნომერი გათავისუფლდა და ვფიქრობ, ეს არჩევანი სწორი იყო. 8-იანი? ის ფედეს ეკუთვნოდა.“

„ფეხბურთის მიმართულებით არსებული ორგანიზაციები უნდა შეიკრიბონ და მიიღონ გადაწყვეტილება კალენდართან დაკავშირებით. ეს უნდა იყოს ერთსულოვანი, ფეხბურთელთა ინტერესებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება. ამ სეზონში არაფერი შეიცვლება და ვიცით, რომ უდიდეს დატვირთვებს უნდა გავუძლოთ, თუმცა ამაში მწვრთნელიც გვეხმარება, რომელიც როტაციას ხშირად მიმართავს.“

„რა ვისწავლე კროოსისგან და მოდრიჩისგან? ყველაზე მნიშვნელოვანი! ეს არის სიმშვიდე ბურთის მიღების დროს.“

1

2 ოქტომბერი 2024 11:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302

მწერალს დიდი მადლობა ასეთი კარგი პრესკონფერენციისთვის.

ჩუამენის რაც შეეხება. მონაკოდან რომ გადმოვიდა, გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა, იქ რაღაც უფრო გახსნილი ტიპი იყო

2

2 ოქტომბერი 2024 11:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 247

Kroosisgan da mofrichisgan naswavlis ra getyoba kacurad

3

2 ოქტომბერი 2024 12:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 427

ბარდელონას სულში ჩაფურთხება როგორ უნდა ეგ ისწავლა,რაღაცას ხომ უნდა მიხვდეთ თქვენოთაც:DDD

4

2 ოქტომბერი 2024 12:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 247
2 ოქტომბერი 2024 12:13, profe says:

ბარდელონას სულში ჩაფურთხება როგორ უნდა ეგ ისწავლა,რაღაცას ხომ უნდა მიხვდეთ თქვენოთაც:DDD

ფეხბურთის ნორმალურად განხილვა ასე რთული რატომაა საქართველოში ვერ გამიგია

რამეს იტყვი თუ არა ან თხუთმეტი ლიგის გახსენება მოსდევს ან ბოლო კლასიკოების.

მაგაზე როცა იქნება საუბარი მაშინ თქვით და ჩუამენის საფეხბურთო შესაძლებლობებთან რეალის ლიგები და პელეს მსოფლიოები რა შუაშია

ბავშვები ხომ არ ვართ

5

2 ოქტომბერი 2024 14:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
2 ოქტომბერი 2024 12:45, KingLeo10m says:

ბავშბობა ჯობს?3 ასო რო დაიბადება ადამიანი იქ უკვე ასაკს და ესეთია ისეთიას ძახილს აზრი არ აქ სამ ასოდ მოკვდება.ბარსელონამ გასცხო ყველა ბოღმიანს შიგ პუპ დიდის წვეულებაზე

2 ოქტომბერი 2024 12:45, KingLeo10m says:
მაგაზე როცა იქნება საუბარი მაშინ თქვით და ჩუამენის საფეხბურთო შესაძლებლობებთან რეალის ლიგები და პელეს მსოფლიოები რა შუაშია

მაგის გამო ქომაგობს რეალა მეტი თასი რო აქ თორე მეტი არაა ჩემი მტერი მაგან და მაგისნაირებმა აქ რო ზიან და იაზვობენ ფეხბურთი იცოდნენ.ელაპარაკე zizou  ამას თავი ურტხი ხესო ეგრეა მაგისი და მაგისნაირების საქმე

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

6

2 ოქტომბერი 2024 15:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 247
2 ოქტომბერი 2024 14:23, I N I E S T A 8 says:
2 ოქტომბერი 2024 12:45, KingLeo10m says:
2 ოქტომბერი 2024 12:13, profe says:

ბარდელონას სულში ჩაფურთხება როგორ უნდა ეგ ისწავლა,რაღაცას ხომ უნდა მიხვდეთ თქვენოთაც:DDD

ფეხბურთის ნორმალურად განხილვა ასე რთული რატომაა საქართველოში ვერ გამიგია

რამეს იტყვი თუ არა ან თხუთმეტი ლიგის გახსენება მოსდევს ან ბოლო კლასიკოების.

მაგაზე როცა იქნება საუბარი მაშინ თქვით და ჩუამენის საფეხბურთო შესაძლებლობებთან რეალის ლიგები და პელეს მსოფლიოები რა შუაშია

ბავშვები ხომ არ ვართ

ბავშბობა ჯობს?3 ასო რო დაიბადება ადამიანი იქ უკვე ასაკს და ესეთია ისეთიას ძახილს აზრი არ აქ სამ ასოდ მოკვდება.ბარსელონამ გასცხო ყველა ბოღმიანს შიგ პუპ დიდის წვეულებაზე

2 ოქტომბერი 2024 12:45, KingLeo10m says:
მაგაზე როცა იქნება საუბარი მაშინ თქვით და ჩუამენის საფეხბურთო შესაძლებლობებთან რეალის ლიგები და პელეს მსოფლიოები რა შუაშია

მაგის გამო ქომაგობს რეალა მეტი თასი რო აქ თორე მეტი არაა ჩემი მტერი მაგან და მაგისნაირებმა აქ რო ზიან და იაზვობენ ფეხბურთი იცოდნენ.ელაპარაკე zizou  ამას თავი ურტხი ხესო ეგრეა მაგისი და მაგისნაირების საქმე

ვინ რის გამო ქომაგობს რა ჩემი საქმეა მაგრამ საბჭოთა კავშირივით რეალზე ან რამეზე სიმართლე თუ თქვი და ეგ სიმართლე არ მოეწონება ვინმეს ან გაგინებენ ან ლიგებს გახსენებენ ? ბავშვები თუ არიან კიდე არა უშავს მაგრამ 18 წელს ზევით თუ ხალხი ასეთია წასულია ჩვენი საქმე

7

2 ოქტომბერი 2024 16:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 12

რეალის იდეალურ გუნდად ჩამოყალიბებისთვის განაპირა მცველები და ნახევარმცველი გვჭირდება ვინც კროსთან ცოტა მიახლოებული იქნება,რა ვქნა მსოფლიოში მასეთი დონის ნახევარმცველი არ მეგულება,არც როდრი არც ვირცი მითუმეტეს კამავინგა, როგორც არ მეგულება და მიმაჩნია ჩვენი ბრილიანტის ნაირი არავი ყავს ვალვერდეზე ვიძახი,მე რომ მკითხო ფედე არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უკვე დღესვე

თუ მართლაც მოვიდნენ დევისი და არნოლდი მაგრად გავძლიერდებით პლუს...????ვინ,შეცვლის კროსს და მოდრიჩს?????

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)