ანჩელოტი:„ეს არის ფეხბურთის სირცხვილი“

კარლო ანჩელოტიმ „ლილთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მოძალადე ხალხის ადგილი სტადიონებზე არ არის და რაც „ატლეტიკოს“ სტადიონზე მოხდა სრულიად მიუღებელია, როგორც ჩემთვის, ასევე „რეალის“ ყველა ფეხბურთელისთვის. მსგავსი ქმედება არის ფეხბურთის სირცხვილი, რომელიც პირდაპირ აისახება სპორტის ამ სახეობის პრესტიჟზე.“

„„ლილი“ საკმაოდ კარგი გუნდია, რომელმაც შარშან საფრანგეთის ჩემპიონატში სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა და საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა. ჩვენ ვიცით, რომ ფრანგულ გუნდს ბურთის ფლობა უყვარს და ჩვენთან დაპირისპირებაშიც ამას ეცდება.“

„ტონი კროოსი შეუცვლელი ფეხბურთელია. გერმანელის შეცვლაზე ფიქრი შორს წაგვიყვანს, ჩვენ უბრალოდ სქემა უნდა შევცვალოთ და ვეცადოთ, მის გარეშე თამაში ვისწავლოთ.“

„მოდრიჩი? ის დერბიში საუკეთესო იყო. ლუკა მართლაც ერთადერთია ვისაც ტონის სტილში  შეუძლია ბურთის დაჭერა და განაწილება.“

„არდა  გიულერს მადრიდის „რეალში“ დიდი როლი აქვს.  თურქს გაცილებით მეტი დრო ეძლევა, ვიდრე შარშან ეძლეოდა და ეს მაჩვენებლები კიდევ მოიმატებს.“

„მბაპე ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარებას ახერხებს. არ გამოვრიცხავ, მას თამაშის საშუალება მივცე. რისკი? თუ რისკი იარსებებს, კილიანი სკამზე დარჩება.“

  • Madridista
  • 2 ოქტომბერი 2024
  • 1 356
  • 2

1

2 ოქტომბერი 2024 11:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302

კარლო შენც დადგი ერთი დიდი სპექტაკლი რა. შეხედე იქეთ ბაიერნი და დორტმუნდი რამდენ გოლს იტანენ. ეგეთი თამაში გვაჩუქე


2

2 ოქტომბერი 2024 13:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მოძალადე ხალხის ადგილი სტადიონებზე არ არის"         და მოედანზე არის? იქნებ კიდევ ერთხელ დაელაპარაკო ოქროს ბურთის მფლობელს.



ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)