„რეალი“ ზუბიმენდის აკვირდება
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა „სოსიედადის“ ნახევარმცველს, მარტინ ზუბიმენდი იბანიესს აკვირდება.
ზუბიმენდი ესპანეთის ნაკრების წევრიც გახლავთ და ბოლო წლებში მისი პროგრესი აშკარაა.
მას შემდეგ, რაც Daily Mail-მა დაწერა, რომ „ლივერპული“ ბასკების შუახაზელით ინტერესდება, ფეხბურთელი კიდევ უფრო პოპულარული გახლავთ.
იბანიესს „სოსიედადთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი ფასი კი ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროა.
მარტინი ჩამშლელის პოზიციაზე შესანიშნავია და ხშირად ითავსებს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციასაც, რაც „ბლანკოსში“ ძალიან ხიბლავთ და მიიჩნევენ, რომ ნახევარდაცვის შევსება ესპანელი ფეხბურთელით იდეალური ვარიანტი იქნება.
- 1 ოქტომბერი 2024
- 482
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.