„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს და „ლილთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს.
შეკრების პირველი 45 წუთი თავიდან ბოლომდე სატრენაჟორო დარბაზს და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო, შემდეგ კი გუნდმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლა.
აქცენტი გაკეთდა ბურთის ფლობაზე, სწრაფ და კომბინაციურ თამაშზე, კონტრ-შეტევებზე, პრესინგსა და კარში დარტყმებზე.
საბედნიეროდ, ფრან გარსიას დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, ტიბო კურტუა კი სესიას არ დასწრებია.
ედუარდო კამავინგამ კვლავ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებისთვის 100%-ით მზად არის.
- 30 სექტემბერი 2024
- 252
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.