"დეპორტივო" უკვე ფიქრობს "რეალზე"
"დეპორტივოს" მცველი ალბერტ ლოპო უკვე ფიქრობს პირველი ტურის მატჩზე,რომელსაც ლა კორუნიელები გამართავენ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" წინააღმდეგ.
ლა კორუნიელთა მცველი იმედოვნებს,რომ "სამეფო კლუბს" არ ეყოლება ზოგიერთი ვარსკვლავი მათ წინააღმდეგ მატჩში.
მან კომენტარიც გააკეთა ამ თემაზე:"რეალი" გახდა ძალიან ძლიერი გუნდი.ჩვენ ვნახავთ,რა შეუძლიათ მათ.ვიმედოვნებთ,ისინი ჩვენთან ვერ ითამაშებენ კარგად და ჩვენაც გვექნება კარგი შანსები".
ლოპო იმედოვნებს,რომ ისინიც შესთავაზებენ "სამეფო კლუბს" სიურპრიზებს.მას არ ეშინია მადრიდელების."ისინიც ადამიანები არიან.ფეხბურთს თამაშობს 11 ფეხბურთელი."რეალი" დიდი კლუბია,მაგრამ მათი არ უნდა გვეშინოდეს.ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედია კარგ შედეგსაც მივიღებთ"–განაცხადა ალბერტ ლოპომ.
ხაბი ალონსო–საჭირო ფეხბურთელი
ალბერტ ლოპომ განსაკუთრებულად ისაუბრა ხაბი ალონსოზე.მისი თქმით,ალონსოს ტიპის ფეხბურთელი სჭირდებოდა "სამეფო კლუბს"."ხაბი დიდებული ფეხბურთელია.მან ეს დაამტკიცა "ლივერპულში".ის გუნდის დირიჟორია და ამას დაამტკიცებს მადრიდშიც".
ლოპო უკვე ფიქრობს მადრიდზე,მიუხედავად იმისა,რომ "დეპორტივოს" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩის გამართვა უწევს "ოსასუნას" წინააღმდეგ.ამ მატჩში გუნდის მწვრთნელი ლოტინა დააკვირდება ფეხბურთელებს და გადაწყვეტს ვინ ათამაშოს "ბერნაბეუზე"."ყველას მოსწონს "ბერნაბეუზე" თამაში.მე ვფიქრობ,რომ სტადიონი გაივსება."რეალი" საუკეთესო ფეხბურთელების ხარჯზე უძლიერესია"–დაასრულა ლოპომ.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 21 აგვისტო 2009
- 1 978
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.