„ატლეტიკოს“ ტრიბუნები შესაძლოა ნაწილობრივ დაიხუროს
ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკოს“ ქომაგების საქციელის გამო აღშფოთებულები არიან და სანქციებზე მუშაობენ.
ესპანური გამოცემების ცნობით, სიმეონეს გუნდმა ლა ლიგის მომდევნო 3 ტურში შესაძლოა ნაწილობრივ დახურული ტრიბუნებით ითამაშოს.
განიხილება რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედევითაც, „როხიბლანკოს“ სტადიონის გავსება არ შეეძლება და არენაზე მხოლოდ 25 000 ქომაგის შესვლა იქნება შესაძლებელი, რომლებიც კარის უკან არ განლაგდებიან.
„მარკას“ ცნობით, დამატებითი ინფორმაცია ლა ლიგის მკაცრი ზომების შესახებ მალე გახდება ცნობილი.
- 30 სექტემბერი 2024
- 469
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.