სიმეონე:„ეს იყო სამარცხვინო საქციელი“
დიეგო სიმეონემ მადრიდული დერბის შემდეგ გააკრიტიკა, როგორც „ატლეტიკოს“ გულშემატკივართა არმია, ასევე ტიბო კურტუა.
„ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან გულშემატკივრებმა უღირსი საქციელი ჩაიდინეს. დარწმუნებული ვარ, ყველა პირი დადგენილი იქნება და მათ სტადიონზე შემოსვლა აეკრძალებათ.“
„ფეხბურთში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს და ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა ტიბო კურტუას საქციელიც მაპროვოცირებელი იყო.“
„საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მხარე სამარცხვინოდ მოიქცა და ეს არ უნდა განმეორდეს.“
„ის, რომ ტიბოს უსტვენენ, გამოსწორებადი მოვლენა არ არის. „როხიბლანკოში“ ის არ უყვართ, თუმცა პირადად ჩემგან პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს, რადგან ერთად ბევრი გამოვიარეთ.“
„დაფიქსირებული ფრე ლოგიკური შედეგია. ჩვენ წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით, თუმცა მატჩის შეწყვეტის შემდეგ სიტუაცია აირია, როგორც ჩვენს კოლექტივში, ასევე ანჩელოტის გუნდშიც.“
- 30 სექტემბერი 2024
- 1 814
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.