სერეზო:„ურთიერთპატივისცემა ყველაზე მნიშვნელოვანია“
მადრიდული დერბის შემდეგ „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა.
„ჩვენ უნდა დავტკბეთ შესანიშნავი საღამოებით, რომელიც მადრიდულ დერბიში იმართება. ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ეს კომპონენტი დიდ მნიშვნელობას იძენს.“
„ქსენოფობია, რასისტული გამონათქვამები და აგრესია ფეხბურთის პრესტიჟს აზიანებს, სწორედ ამიტომ, ყველამ თავი უნდა შეიკავოს.“
„გულშემატკივრებს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მეტოქე გუნდების პატივისცემისკენ, იქნება ეს „რეალი“ თუ სხვა მოწინააღმდეგე.“
„ვიმედოვნებ, აგრესიას ადგილი აღარ ექნება და ქომაგები ფეხბურთისგან არა დაძაბულობას, არამედ სიამოვნებას მიიღებენ.“
- 30 სექტემბერი 2024
- 510
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.