ანჩელოტი:„„რეალი“ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო“
კარლო ანჩელოტიმ მადრიდული დერბის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროა, რომ ბოლო წუთებზე გავუშვით გოლი და 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ.“
„ენდრიკის დარტყმა? მოდით ნუ შექმნით დრამას იმის გამო, რომ ბრაზილიელს გოლის გატანა სურდა.“
„ცვლილებებს არ ვნანობ, რადგან ფეხბურთელები ძალიან დაიღალნენ და ამის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.“
„ჩემი გუნდი ბრძოლას განაგრძობს. ფეხბურთელების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. კარგი იქნებოდა „ბარსელონასთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეგვემცირებინა, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამოგვივიდა.“
„გვსურს, გუნდმა შარშანდელ სეზონზე უკეთ ითამაშოს და ამის პერსპექტივა ნამდვილად არსებობს.“
„კამავინგა ვერ ვათამაშე, რადგან ძალიან ინტენსიური თამაში იყო. ფრანგმა 40 დღეზე მეტი იუქმა. ვიმედოვნებ, ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში დაგვეხმარება.“
„სიმეონეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის გამოცდილი და საოცრად მებრძოლი სპეციალისტია. ხელის ჩამორთმევისას მითხრა, რომ ფრე სამართლიანი შედეგია, თუმცა არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ „რეალი“ 3 ქულას იმსახურებდა.“
„დიახ, კურტუას კუნთზე დისკომფორტი ჰქონდა. ბელგიელს ხვალ დავაკვირდებით და ვნახავთ, შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს.“
- 30 სექტემბერი 2024
- 1 545
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.