„ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
„მერენგებმა“ მადრიდული დერბისთვის მზადება დაასრულეს.
კარლო ანჩელოტიმ შეკრებაზე უდიდესი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ედუარდო კამავინგამ გუნდთან ერთად სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო და სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის.
დანი სებალიოსი, მბაპე, დავიდ ალაბა და ბრაჰიმ დიასი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
შეგახსენებთ, მადრიდული დერბი „ვანდამეტროპოლიტანოზე“, 29 სექტემბერს შედგება.
- 28 სექტემბერი 2024
- 182
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.