ბრაჰიმ დიასი:„ანჩელოტის რესურსი ამოუწურავია“
ბრაჰიმ დიასმა მადრიდში გამართულ „Forbes“-ის ღონისძიებაზე კითხვებს უპასუხა.
„მიხარია ყოველი დღის გასვლა, რადგან ეს მაახლოებს მოედანზე დაბრუნებასთან. ტრავმის მკურნალობა მარტივი არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი ზუსტად შევასრულე და ფეხბურთის თამაში გავაგრძელო.“
„მინდა ვიყო ძლიერი, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, ვინაიდან ამ სინთეზის გარეშე წარმატებული გამოსვლა გამორიცხულია.“
„როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ 2 თვეზე მეტს ვიუქმებდი, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, თუმცა მალევე ვიპოვე ძალა და დავიწყე აღდგენითი პროცესი.“
„ანჩელოტი შესანიშნავია სპეციალისტია, მან იცის, როგორ მართოს ტოპ გუნდი. ვამაყობ, რომ იტალიელთან მუშაობა მიწევს, მისი რესურსი ამოუწურავია და ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.“
„მბაპეს ტრანსფერმა შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გააძლიერა. ძალიან სამწუხაროა ფრანგის დაზიანება, ის შესანიშნავ ფორმაში შევიდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე დაიწყებს ვარჯიშს და გუნდს რთულ მეტოქეებთან დაეხმარება.“
- 27 სექტემბერი 2024
- 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.