დი მარია: გუნდმა ოსასუნასთან ბევრი მომენტი გააფუჭა
სამეფო კლუბის არგენტინელმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მოგებით კმაყოფილია, მაგრამ აუცილებელია შეცდომების გათვალისწინებ, რადგან გუნდმა რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი გააფუჭა. ახალწვეულის აზრით მოურინიოს გუნდს დიდი ანგარიშით მოგება შეეძლო, მაგრამ 1-0 სწორედ ვერ გამოყენებულმა მომენტებმა განაპირობა, ეს ასპექტი კი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს...
"ძალიან ბევრი მომენტი გვგქონდა, მაგრამ ვერ გამოვუყენეთ, ჩვენ გავაანალიზებთ შეცდომებს და ვეცდებით მომავალ მატჩებში უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვოთ."
"როდესაც მატჩი დამთავრდა გონსალო მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყო, რადგან ვერაფრით ვერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა, თუმცა მე მას ავუხსენი, რომ ყოველთვის არ გვიმართლებს და მსგავს სიტუაციაში ბევრი ფეხბურთელი მოხვედრილა."
"პამპლონელებთან არ ვიყავი ძირითადში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟოზე არ მენდობა. ოსასუნასთან საუკეთესო 11-მა მოთამაშემ ითამაშა და მე შეგუებული ვარ ამ აზრს."
"საჭიროა ბევრი ვარჯიში და მონდომება იმისათვის, რომ მოურინიოს სასტარტოში მოხვდე, მე ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის."
- 13 სექტემბერი 2010
- 1 416
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.