ანჩელოტის „ატლეტიკოსთან“ სახარბიელო შედეგები არ აქვს
კარლო ანჩელოტის მადრიდის „ატლეტიკოსთან“ თამაში ყოველთვის უჭირს.
იტალიელ სპეციალისტს დიეგო სიმეონესთან კარგი მოგონებები ნამდვილად არ აქვს.
შარშანდელ სეზონში „ატლეტიკომ“ ლა ლიგის დაპირისპირება 24 სექტემბერს „რეალს“ დამაჯერებლად მოუგო, მეორე დაპირისპირება ბერნაბეუზე კი ფრედ დასრულდა.
ასევე აღსანიშნავია სამეფო თასზე განცდილი მარცხი, რომელიც „ბლანკოსმა“ იგემა.
ერთადერთი შეხვედრა, სადაც ბოლო დროს „რეალმა“ იმარჯვა ესპანეთის სუპერთასის შეხვედრა გახლდათ.
29 სექტემბერს „მერენგები“ „როხიბლანკოს“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ კიდევ ერთხელ ესტუმრებიან, სადაც „რეალს“ გამარჯვება ძალიან სჭირდება, რათა კატალონიის „ბარსელონასთან“ სხვაობა არ გაიზარდოს.
- 27 სექტემბერი 2024
- 399
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.