„ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გამართეს. „ატლეტიკოსთან“ შეხვედრისთვის მზადება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ვარჯიშზე კვლავ დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ კონდიციებს, ბურთის ფლობას, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, სტანდარტებს და ტაქტიკურ მონახაზებს.
ედუარდო კამავინგა სრულფასოვანი დატვირთვით მიღებას კვლავ ვერ ახერხებს, რაც დერბიში მონაწილეობის ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს.
მბაპეს, ბრაჰიმ დიასის, დავიდ ალაბას და დანი სებალიოსი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
- 27 სექტემბერი 2024
- 98
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.