მბაპეს მიზანი „სელტასთან“ დაბრუნებაა
მადრიდის „რეალი“ სანაკრებო პაუზის შემდეგ „სელტასთან“ იასპარეზებს. ეს შეხვედრა 19 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
„მარკას“ ცნობით, მბაპეს მიზანი სწორედ ვიგოელების წინააღმდეგ თამაში იქნება. ფრანგი მიიჩნევს, რომ ეს დრო საკმარისი უნდა გახდეს აღდგენითი პროცესისთვის.
ოქტომბრის ბოლო „ბლანკოსს“ მნიშვნელოვანი დაპირისპირებები აქვს, მთავარი შეხვედრა კი რა თქმა უნდა „ელ კლასიკოა“, რომელიც 27 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
კილიანი აღდგენით პროცესს დღეს იწყებს და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დღოში დაბრუნდეს.
- 26 სექტემბერი 2024
- 1 864
- 52
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.