მოულოდნელობა - „რეალმა“ ანჩელოტისთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო!
ესპანური გამოცემები საკმაოდ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებენ.
იმ ფონზე, რომ იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე (2026 წლის 30 ივნისი) 1 წლით ადრე წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ეს ცნობა ნამდვილად სიურპრიზი იყო.
მადრიდული გამოცემების ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ანჩელოტისთან თანამშრომლობის გახანგრძლივების პერსპექტივას განიხილავს.
არსებული ცნობით, „ბლანკოსმა“ იტალიელთან შესაძლოა 2028 წლის 30 ივნისამდე ითანამშრომლოს, რაც დამატებით 2 წლიან კონტრაქტს ნიშნავს.
ინფორმაცია დადასტურებული ჯერ-ჯერობით არ არის, თუმცა კონსულტაციები იწყება.
რამდენიმე გამოცემის ცნობით, პერესი მიიჩნევს, რომ ამ ფორმაციის „ბლანკოსისთვის“ კარლო იდეალური მწვრთნელია და ის კვლავ დაიპყრობს მწვერვალებს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 26 სექტემბერი 2024
- 1 801
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.