„ბარსელონამ“ ისევ მოიგო და სხვაობა აღადგინა
კატალონიის „ბარსელონამ“ ლა ლიგის მეშვიდე ტურშიც გამარჯვებას მიაღწია და 7 ტურის შემდეგ 100%-იანი შედეგი აქვს.
„ხეტაფესთან“ შეხვედრამდე კატალონიელები „რეალს“ 1 ქულით უსწრებდნენ, მაგრამ კვლავ 3 ქულა მოიპოვეს და 4 ქულიანი სხვაობა აღადგინეს.
მე-7 ტურის თავზე კატალონიელთა აქტივში 21 ქულაა, „რეალი“ კი 17 ქულას ფლობს.
აუცილებლად აღსანიშნავია „ხეტაფეს“ ბოლო წუთის მომენტი, სადაც ექს მადრიდისტა ბორხა მაიორალს გოლის გატანა და ფლიკის გუნდისთვის ქულების წართმევა შეეძლო, თუმცა ესპანელ ფორვარდს არ გაუმართლა და უხერხულად დაარტყა.
- 26 სექტემბერი 2024
- 574
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.