პერესის სამახსოვრო საჩუქარი კარლო ანჩელოტის
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩელოტის სამახსოვრო მაისური გადასცა. იტალიელმა სპეციალისტმა „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 300 დაპირისპირებას მოუყარა თავი, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი.
ანჩელოტის ანგარიშზეა 14 ტიტული და ამით იტალიელი ლეგენდარული მიგელ მუნიოსის რეკორდს ფლობს, ერთი ტიტულის მოგების შემთხვევაში კი კლუბის ყველაზე წარმატებული სპეციალისტის სტატუსს მოირგებს.
ანჩელოტის დიდ ეპოქას არაერთი დიდი წარმატება ახსოვს, თუმცა რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი წარმატება „ლა დესიმას“, 2022 წლის გამარჯვებას და შარშანდელ სეზონს უკავშირდება. იტალიელმა სპეციალისტმა 3-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები.
ასევე აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ კარლო გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ 39 დაპირისპირება არ წააგო და ეს ისტორია კვლავ გრძელდება.
- 25 სექტემბერი 2024
- 140
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.