ვასკესი:„ბერნაბეუზე კაპიტნობა საოცრება იყო“
ლუკას ვასკესმა „ალავესის“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს ძალიან ემოციური შეხვედრა გახლდათ, რადგან სასტარტო შემადგენლობაში ვთამაშობდი და კაპიტნის სამკლაური მოვირგე, პირველივე წუთზე კი ვინისიუსის პასით ვისარგებლე და გოლის გატანა შევძელი. ემოციები, რომელიც გამოვიწვიე საოცარი იყო.“
„თამაში საკმაოდ დიდი უპირატესობით წარვმართეთ, თუმცა გვქონდა ჩავარდნა, რამაც 2 გოლი მიგვაღებინა საკუთარ კარში. „რეალმა“ გამარჯვება დაიმსახურა და ქომაგები ბედნიერები არიან.“
„აღმავალი ტენდენცია გრძელდება, გუნდი აშკარად პროგრესირებს და სწრაფ ფეხბურთს აჩვენებს.“
„ანჩელოტი, როგორც ჩემგან, ასევე მთელი გუნდისგან ითხოვს ვერტიკალურობას, სწრაფ თამაშს, გადაწყვეტილების რაციონალურ მიღებას და ბოლომდე ბრძოლას, ის საოცარი სპეციალისტია.“
„მომდევნო ტურში ჩვენი მეტოქე „ატლეტიკო“ იქნება. დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა მარტივი არ არის, ამიტომ სრული კონცენტრაცია და ბოლომდე დახარჯვა გვმართებს.“
- 25 სექტემბერი 2024
- 198
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.