ანჩელოტის მე-300 და ახალი ისტორია „რეალში“
კარლო ანჩელოტიმ „ალავესის“ წინააღმდეგ ისტორიული შეხვედრა ჩაატარა.
იტალიელმა სპეციალისტმა მსოფლიოს საუკეთესო კლუბი მოედანზე მესამასედ გაიყვანა, თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი.
ანჩელოტის აქვს საოცარი ციფრები, როგორც ევროსარბიელზე, ასევე ესპანეთის შიდა პირველობაზე.
300 დაპირისპირებიდან 198 ლა ლიგაზე მოდის, 64 ლა ლიგაზე, 24 სამეფო თასზე, 8 ესპანეთის სუპერთასზე, 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 3 ევროპის სუპერთასზე.
აღსანიშნავია, რომ კარლიტო „ბლანკოსში“ 14 ტიტულს მოითვლის, მათ შორის კი 3 ჩემპიონთა ლიგის თასია.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც ანჩელოტიზე მეტჯერ გაუყვანია „ბლანკოსი“ მოედანზე ლეგენდარული მიგელ მუნიოსი გახლავთ, რომლის აქტივშიც 605 დაპირისპირებაა.
ანჩელოტის შემდეგ საუკეთესო შედეგი ზიდანს (263 მატჩი) და დელ ბოსკეს (248 მატჩი) აქვს.
- 25 სექტემბერი 2024
- 622
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.