ანჩელოტი:,,ბარსასთან დიდი კონკურენცია გველის"
კარლო ანჩელოტიმ „ალავესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდი კარგად მოემზადა. კმაყოფილი ვარ, თითოეული მოთამაშის გარჯით და მივიჩნევ, რომ კიდევ მოვუმატებთ. „ესპანიოლთან“ დაპირისპირებაში ბევრი მნიშვნელოვანი შტრიხი გამოიკვეთა.“
„მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე წინა კვირას, იმის წინა კვირას და ასე შემდეგ. პროგრესი აშკარაა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“
„ის, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ შევძელით გოლის გატანა ბევრს მაფიქრებს და ამ საკითხზე ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე. ვეცდებით, მომდევნო ტურებში ეფექტურები ვიყოთ, როგორც პირველ, ასევე მეორე 45 წუთში.“
„დანიელ კარვახალს არანაირი პრობლემა არ აქვს, უბრალოდ დასვენებას საჭიროებს. მადრიდულ დერბიში განაპირა მცველი უპრებლემოდ იასპარეზებს.“
„კონკურენცია ძალიან დიდია. „ბარსელონამ“ დამარწმუნა, რომ ამ სეზონში შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, ფლიკის გუნდმა ლა ლიგა უდანაკარგოდ დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.“
„არ ვფიქრობ, რომ ლა ლიგის ფავორიტები მხოლოდ „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან. „ატლეტიკოს“ ახალი გუნდი ჰყავს, შეხედეთ სიმეონეს ფეხბურთელებს და მიხვდებით, რომ ამ გუნდს აქვს ჩემპიონობის პოტენციალი.“
„სებალიოსი სწორ გზაზეა, ესპანელმა ფეხბურთელმა არნახული პროგრესი აჩვენა. ვერავინ იფიქრებდა, რომ მწვანე მინდორზე გასვლას ამ ვადებში შეძლებდა. ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, თუმცა სება დაბრუნდება.“
„დაისვენებს თუ არა მბაპე? ამას ხვალ ვნახავთ, სასტარტო ჯერ არ შემირჩევია.“
„ენდრიკს შეუძლია, როგორც ცენტრ-ფორვარდის, ასევე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაში. ბრაზილიელი მოთამაშე ძალიან მოტივირებულია.“
„მიხარია, რომ ფელიპე როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხს საოცრად იყენებს.“
„ჯუდ ბელინგემს თამაში შეუძლია, თუმცა დამცავის გარეშე რისკები იარსებებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა მხარზე დისკომფორტი იგრძნო.“
„გარკვეული როტაცია „ალავესთან“ დაპირისპირებაშიც იქნება, ამას გიდასტურებთ, თუმცა თერტმეტეულზე ვერაფერს გეტყვით.“
„კამავინგა გუნდთან ერთად ვარჯიშს ხუთშაბათიდან შეუდგება. გვსურს, რომ ფრანგი მადრიდულ დერბიში 100%-ით მზად იყოს.“
„38 თამაში წაგების გარეშე ამაყს და ბედნიერს მხდის. ვერავინ იტყვის, რომ „რეალი“ ერთი სტილით მოთამაშე გუნდია. ჩვენ დამუშავებული გვაქვს რამდენიმე სტილი და ვფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების საიდუმლო. გუნდი არის მრავალფეროვანი და კონკრეტული მატჩის საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებს.“
„გამიმართლა, რომ უდიდესი კლუბების მწვრთნელი ვიყავი. ყველაზე დიდხანს „მილანში“ ვმუშაობდი და ფეხბურთელის რანგშიც ვიცავდი ამ გუნდის ღირსებას, შემდეგ კი უკვე „რეალია“, ვინაიდან აქაც დიდი ხანი ვმოღვაწეობ. ის, რომ მე-300 დაპირისპირების ზღვარზე ვარ, ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„„რეალში“ იქამდე ვიმუშავებ, სანამ არ მეტყვიან, რომ უნდა წავიდე. კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს, პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ და მივიჩნევრ, რომ მენტალურად ძლიერი ადამიანი ვარ.“
„საფეხბურთო სამყარო უნდა მიხვდეს, რომ ტრავმიანობას გადატვირთული გრაფიკი იწვევს. ამ სეზონში აღარაფერი შეიცვლება, მაგრამ სამომავლოდ ეს გასათვალისწინებელია.“
„ვალვერდეს შეუძლია ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, ასევე გარემარბად. ურუგვაელი საოცრად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და „რეალისთვის“ ბევრს წარმოადგენს.“
„ენდრიკს ყოველდღიურად ვესაუბრები, ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან ახალგაზრდაა და უნდა მოითმინოს. ის მსოფლიოს საუკეთესო შემტევებთან ერთად ვარჯიშობს და ბევრს სწავლობს. მთავარი არის მოტივაცია, რომელიც სამხრეთ-ამერიკელს აქვს, ის არის ძალიან სერიოზული და საკუთარ თავზე ორიენტირებული ახალგაზრდა.“
„მენდი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ყოველთვის ვამბობდი, რომ ფრანგი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. ფიზიკური თვალსაზრისით, ფერლანს არანაირი პრობლემა არ აქვს და დატვირთვებსაც იდეალურად უძლებს, ის ჩვენთან თანამშრომლობას წლების მანძილზე გააგრძელებს.“
- 23 სექტემბერი 2024
- 1 778
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.