„ალავესთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ფინალური ვარჯიში გამართეს.
დღევანდელ შეკრებაზე კარლო ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო როგორც ფიზიკურ კონდიციებს, ასევე ბურთის ფლობის კომპონენტს და ტაქტიკურ მონახაზებს.
ჯუდ ბელინგემმა კოლექტივთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, დანიელ კარვახალმა კი ერთდღიანი შესვენება აიღო და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ესპანელი ფეხბურთელი „ალავესთან“ არ ითამაშებს.
დანი სებალიოსმა მწვანე მინდორზე განცალკევებით ივარჯიშა.
კამავინგას კვლავ ინდივიდუალური პროგრამა აქვს, ბრაჰიმ დიასი და დავიდ ალაბა კი აღდგენით პროცესს აგრძელებენ.
- 23 სექტემბერი 2024
- 313
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.