ენდრიკი სასტარტოში მოიაზრება
კარლო ანჩელოტი „ალავესთან“ დაპირისპირებაში როტაციის გაგრძელებას აპირებს.
თუ „ესპანიოლთან“ ვინისიუს ჟუნიორი დარჩა სკამზე, „ალავესთან“ როდრიგო გოეშის დასვენებას იგეგმება.
„მარკას“ და „ას“-ის ინფორმაციით, ანჩელოტი წინა ხაზში ვინისიუსის, მბაპეს და ენდრიკ ფელიპეს გამოყენებას აპირებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია და კარლოს სურს, რომ მას სასტარტოში თამაშის საშუალება მისცეს.
რაც შეეხება პოზიციას. იმ ფონზე, რომ მბაპე ცენტრ-ფორვარდად განიხილება, ენდრიკს სავარაუდოდ მარჯვენა ფლანგიდან მოუწევს ძალების მოსინჯვა.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ კვლავ სასტარტო შემადგენლობაში განიხილება არდა გიულერი, რომელიც ტრიოს ჩუამენისთან და ვალვერდესთან ერთად შექმნის, ლუკა მოდრიჩი კი სკამზე გადაინაცვლებს.
- 23 სექტემბერი 2024
- 1 093
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.