კამავინგა ოთხშაბათს დაბრუნდება
მადრიდული გრანდის სამედიცინო შტაბის წევრებმა განსაზღვრეს თარიღი, როდესაც ედუარდო კამავინგა გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.
ფრანგი ფეხბურთელი დღეს და ხვალ მხოლოდ ინდივიდუალურ დატვირთვებს მიიღეს.
ედუ დღეს გუნდთან ერთად იქნება და ბურთს მცირე დროით შეეხება, ხვალ კი ინდივიდუალურ ვარჯიშს ჩაატარებს და სატრენაჟორო დარბაზში.
ნახევარმცველი „ბლანკოსს“ ოთხშაბათის (თუ გუნდმა არ დაისვენა) ან ხუთშაბათის სესიაზე შეუერთდება და სრულფასოვან ვარჯიშს დაიწყებს.
ანჩელოტის სურს, რომ ედუარდოს მადრიდულ დერბიში სათამაშო დრო მისცეს.
შეგახსენებთ, „ბლანკოსი“ დიეგო სიმეონეს „როხიბლანკოს“ 29 სექტემბერს ეწვევა.
- 23 სექტემბერი 2024
- 283
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.