კურტუა:„არ ვიცი რა მომივიდა, ოვაციებმა გამაძლიერა“
ტიბო კურტუამ „ესპანიოლთან“ დაპირისპირება გააანალიზა და დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა.
„მთავარი 3 ქულაა. „რეალმა“ დამაჯერებლად მოიგო და ორივე ტაიმში არსებული უპირატესობა ანგარიშშიც გარდასახა.“
„არ ვიცი, რა მომივიდა. მსგავსი გოლი დიდი ხანია არ გამიშვია, მაგრამ ხადანხან ასეც ხდება ხოლმე.“
„დაშვებული შეცდომის შემდეგ, ბურთის ყველაზე მიღებაზე დიდი ოვაციები ისმოდა, სწორედ ამიტომ, დიდ მადლობას ვუხდი ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას. ქომაგების ოვაციებმა გამაძლიერა.“
„ლა ლიგაში სიტუაციას ვასტაბილურებთ, ჩვენ კიდევ ბევრ დაპირისპირებას მოვიგებთ. სულ მალე „ალავესთან“ შეხვედრა გვაქვს და კონცენტრაცია გვჭირდება.“
- 22 სექტემბერი 2024
- 588
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.