4 სუპერ ტრანსფერი მადრიდის „რეალში“
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ 2025 წლის ზაფხულში შემადგენლობას მნიშვნელოვნად შეავსებს, ვინაიდან თვლის, რომ ტრანსფერები საჭიროა და ამის დასრულდება თაობათა ცვლის ხანგრძლივი პროცესი.
ალფონსო დეივისი, ვილიამ სალიბა, ტრენტ ალექსანდრ არნოლდო და როდრი. სწორედ ეს ფეხბურთელები არიან „ბლანკოსის“ რადარზე და ფლორენტინო პერესს აქტიური მუშაობა აქვს დაწყებული.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ თუ ზაფხულში ანჩელოტი წავა და მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაბი ალონსო ჩაიბარებს, ბერნაბეუზე თამაშის გემოს გაიგებს ფლორიან ვირციც, რომელიც ბასკი სპეციალისტის ფავორიტია.
პერესი მიიჩნევს, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგზე კარვახალთან ერთად ტრენტის ყოფნა ბევრ პრობლემას მოაგვარებს, იგივეს თქმა შეიძლება მარცხენა ფლანგის დეივისით გაძლიერების შემთხვევაში.
სალიბა „არსენალში“ ბრწყინავს და მასზე მრავალწლიანი გათვლის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ფრანგი სწრაფია, პოზიციას კარგად ირჩევს და შესანიშნავად თამაშობს მეორე სართულზეც. „რეალის“ დაცვაში აშკარა პრობლემებია, სალიბა კი ამ ყველაფერს მოაგვარებს.
და ბოლოს, მთავარი ტრანსფერი უნდა გახდეს როდრი, რომლის ესპანეთში დაბრუნებაზე მადრიდელები ოცნებობენ. პერესის აზრით, „სიტის“ ვარსკვლავის გამადრიდელება, გუნდს მეტს ბალანსს შეძლებს და ნახევარდაცვის ხარვეზების მოაგვარებს. კროოსის წასვლას ბევრი პრობლემა მოჰყვა, მომდევნო ზაფხულს კი მოდრიჩიც წავა და „რეალში“ აუცილებლად დადგება ტოპ კლასის ნახევარმცველის დამატების კრიტიკული საჭიროება.
- 22 სექტემბერი 2024
- 2 248
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.