როდრიგო:„გვსურს, არცერთი თამაში არ წავაგოთ“
როდრიგომ „ესპანიოლთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„3 ქულის მოპოვებით ძალიან ბედნიერები ვართ. გუნდი მოედანზე მოსაგებად გავიდა და მიზანი შეასრულა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე საქმე გართულდა. ჩვენ ბურთი გავუშვით და მინიმუმ 2 გოლის გატანა გვმართებდა.“
„ანჩელოტი გაბრაზებული იყო, რადგან სურდა, რომ პირველ ტაიმში გოლი გაგვეტანა. ამ მხრივ, ჩვენ სამუშაო გვაქვს და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.“
„ამ მაისურით თითოეული დაპირისპირების მოგებას თავისი ელფერი აქვს. მიხარია, რომ 150-ჯერ მოვახერხე სამეფო კლუბთან ერთად გამარჯვება.“
„ინდივიდუალურ დონეზე, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ, საუკეთესო ფორმას ვუახლოვდები და მალე კიდევ მოვუმატებ.“
„ვინისიუს ჟუნიორი პასების კომპონენტს უფროდაუფრო აუმჯობესებს, მან მოდრიჩისგან ბევრი ისწავლა.“
„გუნდში საოცარი ატმოსფეროა და ეს მაბედნიერებს. ფეხბურთელები ერთმანეთს საოცრად უგებენ.“
„ბერნაბეუზე თამაში ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ გუნდი მომდევნო ტურსაც საშინაო კედლებში ჩაატარებს.“
„38 თამაში წაუგებლად საოცარი მაჩვენებელია, ჩვენ გვსურს, რომ მთელი სეზონი ასე ვითამაშოთ და არცერთი შეხვედრა არ წავაგოთ.“
- 22 სექტემბერი 2024
- 244
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.