ანჩელოტი:„გუნდმა მოუმატა, მაგრამ მუშაობა გრძელდება“
კარლო ანჩელოტიმ „ესპანიოლთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„სწრაფი მატჩი გვქონდა. ვცდილობდით, მომენტები შეგვექმნა და შეტევაში აგრეიულად გადავსულიყავით. პირველ ტაიმში მინიმუმ 1 გოლის გატანა იყო შესაძლებელი. მიხარია, რომ მეორე ნახევარში გაცილებით ეფექტურად ვითამაშეთ შეტევაში და შექმნილი მომენტების რეალიზება შევძელით.“
„ეს არის მნიშვნელოვანი 3 ქულა, რომელიც გუნდმა მოიპოვა. ჩვენ საშინაო არენაზე ვალდებულნი ვიყავით, მოგვეგო.“
„დანიელ კარვახალმა ძლიერი დარტყმა მიიღო, ჯუდ ბელინგემს კი მხრის ტკივილმა გააგრძელა თავი. ეს შესაძლოა დიდი პრობლემა იყოს, მაგრამ მოდით დაველოდოთ ხვალინდელი ტესტირების შედეგებს.“
„თამაშის შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხარისხი კიდევ გასაუმჯობესებელია. გუნდი დღეს გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე წინა ტურებში, თუმცა კიდევ მოვუმატებთ და ეტაპობრივად გავაუმჯობესებთ ხარისხს.“
„ჯუდის მხრის დისკომფორტის შესახებ ვიცოდით, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებული იყო და „ესპანიოლთან“ ითამაშა. შესაძლოა საქმე იგივე დისკომფორტთან გვქონდეს და მან „ალავესთან“ მოედანზე გასვლა შეძლოს.“
„ვინისიუსი სკამზე დავსვი, რადგან ჩავთვალე, რომ ბრაზილიელისთვის მძიმე დასვენება კარგი იქნებოდა. შანსი არდამ მიიღო, როდრიგომ კი ფლანგი შეიცვალა. ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება მივიღე და ჟუნიორსაც მიეცა ამოსუნთვის საშუალება.“
„რომ არა გაშვებული გოლი, ვინი მოედანზე 10-15 წუთით გვიან შევიდოდა. მისი თამაში გადაწყვეტილი იყო.“
„პირველ ტაიმში გოლის გატანა გვიჭირს. ამაზე ფეხბურთელებმა სერიოზული საუბარი მქონდა და კვლავ მექნება, რადგან დღესაც იგივე სცენარი განმეორდა.“
„უსამართლობა ენდრიკ ფელიპეს მიმართ? არ ვფიქრობ, რომ რამეს არასწორად ვაკეთებ. გუნდში როდრიგო, მბაპე და ვინისიუსი მყავს, შესაბამისად, ფელიპეს მოთმინება მართებს, ის აუცილებლად მიიღებს შანსს.“
„ლუკა მოდრიჩი გუნდის განძია, როგორც სასტარტო შემადგენლობაში თამაშის დროს, ასევე შეცვლებზე. მესმის, რომ ხორვატს მუდმივად სურს მოედანზე ყოფნა და ეს მის სათამაშო კონდიციაზე კარგად აისახება. მსგავსი რამ ვრცელდება სხვა მოთამაშეებზეც.“
„სისტემა არ შემიცვლია და 4-3-3 გამოვიყენე, რაც პირველ რიგში მეტოქე გუნდის სქემამ განაპირობა, ამ მხრივ გარკვეულ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ.“
„ჩუამენი ნახევარმცველია, თუმცა როდესაც გუნდს სჭირდება, ცენტრალურ მცველად თამაშობს. ფრანგს უნიკალური უნარები აქვს, ის კარგად კითხულობს მეტოქე გუნდის შეტევებს, არის სწრაფი და შესანიშნავად იბრძვის მეორე სართულზე.“
„რუდიგერის დასვენება მსურდა, სწორედ ამიტომ, ის სკამზე დავტოვე და მილის ჩუამენი შევუწყვილე.“
„ის, რომ გუნდს ლა ლიგაში უკვე 38 დაპირისპირება არ წაუგია, ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ვამაყობ თითოეული დაპირისპირებით, რომელსაც უმაღლეს დონეზე ვატარებთ.“
- 22 სექტემბერი 2024
- 1 852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.