მოდრიჩი:„გუნდმა ძალიან მოუმატა, ყველაფერი წინ არის“
ლუკა მოდრიჩმა „ესპანიოლის“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„პირველ ტაიმში არაერთი მომენტი შევქმენით და ვფიქრობ, მინიმუმ 2 გოლი უნდა გაგვეტანა. მეორე ნახევარში შესაცვლელი არაფერი იყო, უბრალოდ ტემპი და დინამიკა უნდა შეგვენარჩუნებინა.“
„ვინისიუსი, მბაპე, როდრიგო და ბელინგემი სუპერკლასის შემტევები არიან, ისინი კიდევ უფრო ეფექტურად ითამაშებენ.“
„ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა. ვიცოდით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით, სწორედ ამიტომ გოლის გაშვების შემდეგ არ დავიბენით.“
„38 თამაშის ჩატარება წაგების გარეშე საოცარია. მე ვამაყობ ამ შედეგით და მივიჩნევ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ჩვენ არ ვაპირებთ წაგებას.“
„როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ. მიხარია, რომ მოედანზე 90 წუთი გავატარე, ამას ჩემთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. პირიქით, ბევრი თამაში კარგი ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება.“
„
- 22 სექტემბერი 2024
- 349
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.