ტებასი:„ვინის მხარს ვუჭერ, თუმცა მან მოედანზე ქცევა უნდა გამოასწოროს“
ხავიერ ტებასმა ვინისიუს ჟუნიორს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა დასძინა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მოედანზე ქცევა უნდა ისწავლოს.
„ის, რომ ვინისიუსი რასიზმს ებრძვის და იმ ადამიანებს შორის მოწინავე პოზიციაზე, რომელიც ამ საშინელებას ებრძვის, ნამდვილად მისასალმებელია.“
„პირადად მე „რეალის“ ლიდერს მხარს ვუჭერ და თანადგომას ვუცხადებ, თუმცა ამასთანავე ვურჩევ, რომ მოედანზე მეტად სერიოზულად მოიქცეს.“
„ბრაზილიელი ვარსკვლავი მწვანე მინდორზე ხშირად შედის კომფლიქტში, როგორც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან, ასევე გულშემატკივრებთან.“
„თუ ვინი ამ კომპონენტს გამოასწორებს, მისი სტატუსი კიდევ უფრო ამაღლდება.“
- 20 სექტემბერი 2024
- 888
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.