მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები შეხვდნენ ცნობილ რესლერს
ერთ–ერთ ცნობილ რესლერ რეი მისტერიოს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები შეხვდნენ ვალდებებასის ბაზაზე..24 სექტემბერს მადრიდში უნდა შედგეს ბრძოლა მექსიკელი რესლერის მონაწილეობით.მისტერიო შეხვდა გუნდის კაპიტან რაულს,თვითონ კი მიიღო ავტოგრაფები გუნდის ფეხბურთელებისგან.
ვალდებებასზე ვარჯიშის დროს მადრიდელი ფეხბურთელები ფოტოებს იღებდნენ რესლერთან ერთად.რეი ყოველთვის დადის ნიღაბით და არც დღევანდელ დღეს ჩაუვლია ნიღბის გარეშე.ის თითქმის წარმოუდგენელია მის გარეშე."რეალის" ზოგიერთი ფეხბურთელი კმაყოფილი იყო რეის ვიზიტით და მასთან ფოტოებსაც იღებდნენ.ისინი კითხვებს უსვამდნენ იმ სპორტზე,სადაც მან მიაღწია წარმატებას.რეისთვისაც ეს შეხვედრა გახდა მნიშვნელოვანი,რადგან მას დიდი ხანი სურდა მადრიდელ ფეხბურთელებთან შეხვედრა.
ყველაზე ამაღელვებელი მომენტი გახდა საჩუქრების გაცვლა.რაულმა,გუნდის კაპიტანმა მისტერიოს "რეალის" მაისური ფეხბურთელების ავტოგრაფებით.მექსიკელმაც უსახსოვრა რაულს საჩუქარი.
"ეს იყო დაუჯერებელი.გახარებული ვარ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებთან შეხვედრით.მახსოვს ბავშვობაში ვუყურებდი ფეხბურთს მამასთან ერთად.ჩვენ ვუყურებდით,როგორც მექსიკურ,ისე ევროპულ ფეხბურთსაც.მთელი ოჯახი ვქომაგობდით მადრიდის "რეალს".თან მათ შემადგენლობაში თამაშობდა უგო სანჩესი.ეხლა "ბლანკოსში" თამაშობენ ჩემი შვილების საყვარელი ფეხბურთელები–კაკა და კრისტიანო რონალდო"–განაცხადა რეი მისტერიომ ფეხბურთელებთან საუბრის შემდეგ.
ფეხბურთს და რესლინგს რაღაც საერთო აქვთ.ფეხბურთი ყოველთვის დიდ აჟიოტაჟს იწვევს გულშემატკივრებში.როგორც ყველა ფეხბურთელი,ისე ყველა რესლერი უნიკალურია.როცა ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთზე,არ შეიძლება არ ვისაუბროთ მადრიდის "რეალზე"–დაასრულა მისტერიომ.
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 21 აგვისტო 2009
- 4 913
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.