„ესპანიოლთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ლა ლიგის მე-6 ტურის დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს.
თავდაპირველი გახურებისა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ, გუნდმა ფიზიკურ-ტაქტიკური სამუშაოები ჩაატარა.
სესიის მეორე ნაწილი მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, კარში დარტყმებს და სტანდარტულებს დაეთმო.
ედუარო კამავინგამ მწვანე მინდორზე ივარჯიშა, თუმცა განცალკევებული პროგრამა ჰქონდა.
ბრაჰიმ დიასი, სებალიოსი და დავიდ ალაბა აღდგენით პროცესს აგრძელებენ.
- 20 სექტემბერი 2024
- 155
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.