გვარდიოლა:„მისი „რეალში“ დარჩენა უმძიმესი შეცდომა იყო“
ხოსეპ გვარდიოლამ წლების წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და ისკო ალარკონს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ისკო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო ალარკონის ტრავმა. გუშინ ესპანელი ვნახე და აღდგენითი პროცესის დროულად გავლა ვუსურვე.“
„ჩემი აზრით, ისკოს „რეალში“ დარჩენა უმძიმესი შეცდომა იყო, მე მასზე მანჩესტერ „სიტის“ ნახევარდაცვის აწყობა მსურდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, ალარკონის კარიერა კი „ბლანკოსში“ მალევე დასრულდა.“
„ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ისკო ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ნახევარმცველია. დარწმუნებული ვარ, მას შეეძლო უფრო მაღალი დონის ფეხბურთის თამაში, ისე როგორც ინიესტამ, ჩავიმ, ფაბრეგასმა და სხვებმა ითამაშეს.“
- 20 სექტემბერი 2024
- 1 553
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.