საპატიო ჯილდო მადრიდის „რეალს“
მადრიდის „რეალის“ ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ საპატიო ჯილდო მიიღო. ეს არის კიდევ ერთი დიდი აღიარება. საქმე სანტიაგო ბერნაბეუს წლის საუკეთესო სტადიონად დასახელებაშია.
გლობალური საფეხბურთო ინდუსტრიის მთავარმა პლატფორმამ ბერნაბეუ საუკეთესო სტადიონად დაასახელა და მადრიდის „რეალს“ სპეციალური ჯილდო გადასცა.
საუკეთესოობისთვის არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, სადაც სანტიაგო ბერნაბეუ უპირობო ლიდერია.
გუნდის განახლებულმა ინფრასტრუქტურამ, ქომაგებზე მორგებულმა არაერთმა სისტემურმა განახლებამ, 360 გრადუსიანი მონიტორების სისტემამ, გადახურვის კონსტრუქციამ, მინდვრის შენახვის მიწისქვეშა სათბურის მოწყობამ და სხვა მნიშვნელოვანმა კომპონენტმა „რეალს“ კიდევ ერთი დიდი აღიარება მოუტანა.
სანტიაგო ბერნაბეუმ ხელი შეუწყო არამხოლოდ „რეალის“, არამედ ქალაქ მადრიდის კულტურულ და ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას.
- 19 სექტემბერი 2024
- 222
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.