მომდევნო ტური მუნუერას ანდეს
ოფიციალურად დადასტურდა, რომ „რეალისა“ და „ესპანიოლის“ დაპირისპირებას გამოცდილი ესპანელი მსაჯი, ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის.
მუნუერა ლა ლიგაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ჩემპიონთა ლიგის მატჩებსაც ანდობენ, თუმცა ქომაგებს ახსენდებათ არაერთი სკანდალური დაპირისპირება, რომელიც „ბლანკოსმა“ გამართა.
მუნუერა არასდროს ერიდება წითელი ბარათის ჩვენებას და საკმაოდ ხისტ არბიტრად ითვლება.
„რეალის“ ბოლო მატჩი ხოსე ლუისმა აპრილში „სოსიედადის“ წინააღმდეგ იმსაჯა, რომელიც „ბლანკოსმა“ არდა გიულერის გოლით მოიგო. მაშინ მთავარმა მსაჯმა 7-ჯერ ამოიღო ჯიბიდან ყვითელი ბარათი.
- 19 სექტემბერი 2024
- 137
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.