როდრი „რეალის“ მთავარი სამიზნეა
ესპანელი როდრი „სიტიში“ კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს, თუმცა ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ფეხბურთელისთვის ეს სეზონი ინგლისში ბოლოა.
ნახევარმცველი ფლორენტინო პერესის დიდი სიმპატიებით სარგებლობს. „რეალის“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კროოსის შეცვლას სწორედ როდრი შეძლებს და ეს ტრანსფერი აუცილებლად უნდა შედგეს.
„ბლანკოსი“ ევროპის ჩემპიონატის 2024 წლის გამარჯვებულს 4 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს.
ამასთანვე ცნობილია, რომ როდრი „ბლანკოსის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
რაც შეეხება კონტრაქტს, მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, ნახევარმცველი გვარდიოლას გუნდში 2027 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.
როდრის ფასი დღეის მდგომარეობით 130 მილიონ ევროს შეადგენს.
- 19 სექტემბერი 2024
- 541
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.