კურტუა:„პრობლემები „რეალს“ არასდროს აშინებდა“
ტიბო კურტუამ „შტუტგარტთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„პრობლემები მადრიდის „რეალს“ არასდროს აშინებდა. პირველ ტაიმში აშკარა ჩავარდა გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში პრესინგი გავზარდეთ, მარგი ქმედების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ და მეტოქეს 3 გოლი გავუტანეთ.“
„მიხარია, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩათვალა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი, მე უბრალოდ დავეხმარე გუნდს.“
„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ თითოეულ ქულას დიდი ფასი აქვს.“
„ენდრიკს აქვს საოცარი მენტალობა, ის ძლიერი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად „ბლანკოსის“ შეტევის ხაზის ლიდერად ჩამოყალიბდება.“
„დიახ, ჩემი მაისური პატარა ქომაგს ვაჩუქე, რომელიც ასევე მეკარის მაისურით იყო მოსული. სტადიონზე კარის დარაჯების მაისურებს იშვიათად იცვამენ.“
- 18 სექტემბერი 2024
- 510
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.