ჯუდი:„თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ“
ჯუდ ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„კმაყოფილი ვარ, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური გამოსვლით. ტრავმა ახლა მოვიშუშე და ვიცი, რომ მომატება შემიძლია. მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო და ჩვენ ეს ამოცანა შევასრულეთ.“
„ვიცით, რომ ეს სეზონის სტარტია და ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, ჩვენ ეტაპობრივად უნდა მოვუმატოთ.“
„ფაქტია, რომ ტიბო კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, მან საოცარი „სეივები“ შემოგვთავაზა და დაამტკიცა, რომ საუკეთესო ფორმაშია.“
„პირველ ტაიმში გერმანელებს ბევრი შანსი ჰქონდათ, მეორე ნახევარში კი „რეალი“ აბსოლუტური დომინანტი იყო და გოლებიც დაიმსახურა.“
„ვიმედოვნებ, ტრავმებს წერტილი დაესმება და გუნდს სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
„ბერნაბეუზე დაბრუნება ემოციური იყო, აქ ჩემპიონთა ლიგას განსხვავებული ელფერი აქვს. ვერაფრით ვივიწყებ მატჩს „ბაიერნის“ წინააღმდეგ, როდესაც არენაზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა.“
„რატომღაც, პრესაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მბაპეს, როდრიგოს ან ვინისიუსს გაუგებრობა აქვთ, ანდაც მე ვინმეს ვერ ვუგებ. გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა და ამის გარანტი კარლო ანჩელოტი გახლავთ, რომელმაც იცის, ვარსკვლავებთან ურთიერთობა.“
- 18 სექტემბერი 2024
- 626
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.