ფერლან მენდიმ განაახლა - მადრიდში ოფიციალურ განცხადებას ელიან!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფერლან მენდიმ და მადრიდის „რეალმა“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ფრანგი ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების ფარგლებში „მერენგების“ სადარაჯოზე 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება, მისი ხელფასი კი 3.4 მილიონი ევროთი გაიზრდება.
მადრიდული გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და შეთანხმებას დაადასტურებს, მენდი კი პრეზიდენტ პერესს შეხვდება.
„მარკას“ ინფორმაციით, ესპანური მხარე ახალი კონტრაქტის შესახებ პარასკევამდე განაცხადებს.
- 17 სექტემბერი 2024
- 292
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.