კურტუა:„პრინციპული ადამიანი ვარ და პოზიციას არ ვცვლი“
ტიბო კურტუამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში საინტერესო საკითხები მიმოიხილა.
„„რეალში“ ბევრი გამოწვევა შემხვდა, რომელსაც სათანადოდ ვუპასუხო. სტარტზე იყო პრობლემები, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ისე წარიმართა, როგორც ოცნებებში წარმომედგინა. ბევრი წელი გავიდა და მიხაარია, რომ ბერნაბეუზე ვთამაშობ.“
„„ატლეტიკოს“ ქომაგების აგრესია არ მიკვირს, მე მათთვის ვთამაშობდი, შემდეგ კი კონკურენტი გუნდის რიგებში აღმოვჩნდი. ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია.“
„დავიდ ალაბას მთელი გუნდი მხარს უჭერს. ავსტრიელმა ბევრი გააცდინა, მაგრამ ჩემგან და მილიტაოსგან იცის, რომ დაუძლეველი არაფერია. ზუსტად ვხვდები, რას განიცდის ის, თუმცა დაბრუნების დრო ახლოვდება.“
„კეილორ ნავასი? ის პატივსაცემი მეკარეა. როდესაც მადრიდელი გავხდი, კოსტარიკელი გრძნობდა, რომ მის სივრცეში მოვხვდი.“
„ზიდანთან თავიდან გაუგებრობა არსებობდა, მე მას ვუთხარი, რომ მრჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს არ ვჭირდებოდი, ფრანგმა კი მითხრა, რომ ჩემზე გათვლას აკეთებდა და ამით გაუგებრობა დასრულდა.“
„ჩემპიონთა ლიგა ამაღელვებელია. „შტუტგართან“ შეხვედრისთვის გუნდი განსაკუთრებული ენთუზიაზმით მოემზადა. ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და აუცილებლად უნდა დავიცვათ ტიტული.“
„ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის საღამოები ყოველთვის მაგიურია. დარწმუნებული ვარ, ტრადიცია არც ამჟამად დაირღვევა.“
„ზოგადად, პრინციპული ადამიანი ვარ. ნაკრებში თამაშზე უარი გარკვეული მიზეზების გამო ვთქვი და პოზიცია არც ახლა შემიცვლია. ვნახოთ, მომიწევს თუ არა ბელგიელების დახმარება მომავალში.“
- 17 სექტემბერი 2024
- 799
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.